2025 წლის 9 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის XI კლასის მოსწავლეებისთვის, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე და გლობალური გამოწვევები“. ლექცია სკოლის მასწავლებელმა, სოფიო ნემსაძემ ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის განაწილებისა და დემოგრაფიული პროცესების გაცნობა, მიზეზებისა და შედეგების გააზრება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გლობალური გამოწვევების თემაზე მათი მოსაზრებები დააფიქსირეს.












