2025 წლის 14 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც განათლების ექსპერტმა, ნინო ფეტვიაშვილმა ჩაატარა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა შეფასების მიზნების, სახეებისა და პრინციპების გაანალიზებას, განსაკუთრებით მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების კონტექსტში. მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური უკუკავშირის მახასიათებლები.
ტრენინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შემაჯამებელი და შემოქმედებითი ტიპის დავალებების შეფასების რუბრიკებზე მუშაობა: მასწავლებლებმა ჯგუფებში განიხილეს პრაქტიკული მაგალითები, გააანალიზეს დავალებების ნიმუშები და გასცეს რეკომენდაციები.
ეს პრაქტიკული მიდგომა გააძლიერებს მასწავლებლის უნარ-ჩვევებს შეფასების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ხარისხისა და მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებას.












