სკოლის მისია
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის მისიაა საზღვაო და მომიჯნავე ინდუსტრიისთვის ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლების მიწოდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, სოციალურ ინკლუზიას, ინდივიდის განვითარებას და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კულტურის ფორმირებას კომპეტენტური, პროგრესული და ღირებულებებით მოტივირებული სპეციალისტების მომზადების მიზნით.
სკოლის ხედვა
2033 წლისთვის შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლა იქნება ლიდერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს საზღვაო სფეროზე ძირითადი ორიენტირით და წარმოადგენს აღიარებულ ბრენდს გლობალური განათლების სივრცეში.
სკოლის ღირებულებები
-
ხარისხი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიწოდება;
-
ინოვაცია - თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების მეთოდების დანერგვა, ასევე ციფრული და სოციალური ინოვაციების დანერგვა;
-
ინტეგრაცია - ზოგადი და პროფესიული განათლების ჰარმონიული შერწყმა;
-
ეთიკა - ჰუმანურობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა;
-
პასუხისმგებლობა - გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების პატივისცემა;
-
ღია კომუნიკაცია - მოსწავლეებთან, პროფესიულ სტუდენტებთან, მშობლებთან, დამსაქმებლებთან, კერძო და საჯარო სტრუქტურებთან გამჭვირვალე ურთიერთობა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
-
სამართლიანობა - გადაწყვეტილების ობიექტურობა და გამჭვირვალობა;
-
გუნდურობა - გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა.













