პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება
დაინტერესებულ პირთა კონსულტირება
სკოლა დაინტერესებულ პირებს მომართვის შემთხვევაში აცნობს:
ა) პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს;
ბ) კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს და შერჩევის თავისებურებებს;
გ) პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება რეგისტრაციაში;
დ) საგანამანათლებლო სერვისებს, პროგრამის თავისებურებებს (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელების, დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი, პროგრამის განხორციელების ფორმა, დაფინანსების შესაძლებლობები) და სხვა.
დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები:
ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;
ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
გ) შერჩევა;
დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა;
ე) შედეგების გამოცხადება და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება;
ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).
აპლიკანტთა რეგისტრაცია:
1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
2. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
3. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.
4. რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი.
სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან
პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ სკოლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შერჩევის პერიოდი და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
1. აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას.
2. შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი პროგრამის არსებობის შემთხვევაში ამ პროგრამის ენაზეც.
3. შეფასება ტარდება სკოლაში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4. აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სკოლის მიერ ორგანიზებული ტესტირების ან/და გასაუბრების საფუძველზე.
5. სკოლის მიერ შერჩევის ფორმა თითოეული მიღებისთვის, ან/და პროგრამისთვის განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა მიმღებ კომისიაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ცნობა სკოლიდან, რომელშიც ირიცხება;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი; მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები;
- მშობელთა და მოსწავლის ლტოლვილის მოწმობის ან სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლები ( ამ კატეგორიის მოსწავლის არსებობის შემთხვევაში);
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთები მიღება 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა);
მიმღები კომისია: დისციპლინარული კომიტეტის ხელმძღვანელი-გიული ბერიძე
მობ: (+995) 593 95 96 83;
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ პროფესიულმა სტუდენტებმა მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დოკუმენტი განათლების შესახებ-ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი;
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
- საბუთები მიღება 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (+995) 593 95 96 83
მიმღები კომისია: დისციპლინარული კომიტეტის ხელმძღვანელი-გიული ბერიძე
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.













