სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტის სწავლების შესახებ შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის შენობაში არის ადაპტირებული გარემო. პროფესიულმა მასწავლებლებმა იციან სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტების სწავლების მეთოდები.
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება შშმ პირების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება შშმ და სსსმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, პროფესიული მასწავლებლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების. პროფესიული სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება ინდივიდუალური განრიგის შემუშავების პროცესში.
3. შემუშავებულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ამტკიცებს ლიცეუმის დირექტორი.
4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.
5. მეზღვაურის პროფესიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) სტუდენტების სწავლება დაუშვებელია. სწავლება შესაძლებელია, მხოლოდ სპეციალური სამედიცინო შემოწმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში. (სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა გამოწვეულია საზღვაო ფლოტის გემებზე 19 მუშაობის სპეციფიკურობით და გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტებით (International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, Manila Amendments (Consolidated Text) Regulation I/9; section B-I/9; Table B-I/9-1; Table B-I/9-2; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანება №01 „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ).













