2025 წლის 31 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-12 კლასებში ჩატარდა თემატური კლასის საათი თემაზე — „დედა ენა — ერის საუნჯე“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების გზასა და მის უდიდეს ღვაწლზე ქართული ენის, განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაკობ გოგებაშვილის დაუღალავ ბრძოლას საქართველოში სახალხო სკოლების შექმნისა და დამკვიდრებისათვის.
კლასის საათის მიზანი იყო მოსწავლეებში დედა ენის მნიშვნელობის გააზრება და ეროვნული ფასეულობების მიმართ პატივისცემის გაღრმავება.













