2025 წლის 8 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან ერთად, ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს მეთესლეობისა და ჰერბარიუმის განყოფილებები, სადაც გაეცნენ თესლის შეგროვების, დახარისხებისა და შენახვის პირობებს, აგრეთვე მისი ტრანსპორტირების პროცესს; ასევე, დაათვალიერეს მცენარეთა სხვადასხვა განყოფილებები და ადგილზე გაეცნენ საშემოდგომო სამუშაოების მიმდინარეობას.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.












