შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამე-ბის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან“ მისი კუთვნილი შენობის იჯარის წესით გადაცემაზე.
პროფესიული პროგრამებისთვის ლიცეუმი იყენებს თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიებს, პერსონალის სამუშაო ოთახებს, ბიბლიოთეკას (წიგნადი ფონდი (ბეჭდური და ელ.მატარებლებზე), სასწავლო ფილმოთეკა და აუდიო-მასალები, თვალსაჩინოებები, საერთაშორისო Witherbys Seamenship Library; Openbiblio.ge ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა), სახელოსნოებს, ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას, ლინგაფონის კაბინეტს, კომპიუტერულ ცენტრებს, სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტას”.
• 18 აუდიტორია;
• საკონფერენციო დარბაზი;
• ბიბლიოთეკა;
• ტრენაჟორის დარბაზი;
• სანავიგაციო Bridge simulator კაბინეტი;
• Engine room;
• კომპიუტერული კლასი;
• სამედიცინო დახმარების ოთახი;
• რეგისტრაციის, მონიტორინგისა და შეფასების კაბინეტი;
• გემის დანადგარების დარბაზი;
• კათედრები;
• ხარისხის მართვის სამსახურის კაბინეტი;
• ნავიგაციის კაბინეტი;
• უსაფრთხოების კაბინეტი;
• ლინგოფონის კაბინეტი;
• ფიზიკის კაბინეტი;
• ქიმიის კაბინეტი;
• სპორტული დარბაზი;
• 8 სველი წერტილი;
• კანცელარია;
• სასადილო;
• სახელოსნო.













