LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    LICEUM BNTU
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე“.

გემი ,,ელიტა“:

  • ტვირთზიდვა-100ტ.,
  • წყალწყვა-200ტ.,
  •  სიგრძე -24 მ., 
  • სიგანე -7მ., 

რომელიც ცურავს საქართველოს დროშით. გემი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით.

სასწავლო-საწვრთნელგემ „ელი­ტაზე“ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები გადიან  პროგრამის  სასწავლო

 გეგმით გათ­ვა­ლის­წინებულ პრაქტიკებს.

სასწავლო-საწვრთნელი გემი,,ელიტა" აღჭურვილია ორი კაბინეტით, მერხებით,  თვალსაჩინოებითა  და ხელსაწყოებით. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობს გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი.

გემზე ხორცილედება ,,გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის" წვრთნები:

  • "პირადი გადარჩენის ტექნიკა";
  • "პირველადი, საწყისი სამედიცინო დახმარების გაწევა";
  • "სამაშველო საშუალებების მართვა";
  • "პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა".

გემს ემსახურება შვიდი მეზღვაურისაგან შემდგარი ეკიპაჟი.      

პრაქტიკა გემ ,,ელიტაზე“:

  • პრაქტიკის ობიექტი: პრაქტიკა ხორციელდება სასწავლო-საწვრთნელი გემი „ელიტას“ ბაზაზე. პრაქტიკის ობიექ­ტის შერ­ჩე­ვისას გათვალისწინე­ბულია: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა და კურსდამთავრებუ­­ლის­თ­ვის მისანიჭე­ბე­ლი კვა­­ლი­­ფიკაცია, პრა­ქ­ტი­კა­ზემიმღებიგემი „ელიტას“ პარამეტრები და პრაქ­ტი­კის ობი­ექ­ტზე პროფესიული სტუდენტის მიერ შესას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო. სასწავლო-სა­წ­ვრ­თ­ნელ გემ „ელი­ტაზე” პრაქტიკის გავლისას უზრუნ­ვე­ლ­­ყოფილია: პრაქ­ტიკის გავლის უსა­ფრთხო გა­რემო, პროფესიული სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ობი­ექტის ში­ნა­გა­ნა­წესის და უსაფრთ­ხოების წე­­სების შესა­ხებ.
  • პრაქტიკის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელი: უზრუნ­ველ­ყოფს პროფესიული სტუ­დენტის ინ­ფო­რ­მი­რებას პრა­ქ­­ტი­კის მიზნების, დაგეგმილი შე­დეგების, შე­ფა­სების სისტე­მის და სხვ. შე­სა­ხებ, კონსულტაციებით და რეკომენდაციებით ეხ­მარება მას პრაქტიკის გავლის და პრაქტიკის ანგა­რი­­შისა და სა­ჯარო დაცვისთვის პრე­ზე­­ნტაციის მომზადების პროცესში წარმოქ­მ­ნი­ლი პრო­ბ­ლე­მე­ბის გა­და­ჭ­რა­ში, აფასებს პრა­ქტიკის ან­გარიშს და სხვ. პრა­ქ­ტი­კის ხელმძღ­ვა­ნე­ლი ეს­წ­რე­ბა პრეზენტაციას (ანგარი­შის საჯარო დაცვას).
    პრაქტიკის მენტორი: პრაქ­­ტი­კაზე მიმღები გემი „ელიტას” კაპიტანი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პრა­ქ­ტი­კის სრულფა­სოვან გან­­­­ხორ­ციე­­ლე­ბა­ზე და პრა­ქ­ტი­კის ობი­ექტ­ზე პროფესიულ სტუდენტის მუშაობის კო­ო­რ­დი­ნა­ციაზე, უზ­რუნველ­ყოფს პრაქ­ტიკის დაწყების­თა­ნავე - პრაქტიკის ად­­გი­­ლის გაცნობა-დათ­ვა­­­ლი­­ე­­რე­ბას, პრა­ქ­­ტი­კაზე მი­მ­­ღებ საწარმოში/ორგანიზაციაში მო­ქ­­მედი წესების გაცნობას, მუ­­­შა­ო­­­ბისგან­რი­გის, შესას­რუ­ლე­­ბე­ლი სა­მუ­შაოს ში­ნაარ­­სი­სა და მოცუ­ლო­­ბის შე­სა­ხებ პროფესიული სტუდენტის ინ­ფო­რ­მირებას, პრაქტიკის პრო­ცესში - წარ­მო­ქმნილი პრო­­ბლემების დროულად მოგვა­რე­ბას, სამუშაო პრო­­­ცე­­ს­­ში პროფესიული სტუდენტის ჩართუ­ლო­ბას, შესა­ს­რულე­ბე­ლი სა­მუ­შაოს (დავალებების) ახს­ნას დადა­გე­გ­მ­ვას, დასმული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში საჭირო დახმარებას და მათ შესრუ­ლებაზე კონტ­როლს, პრაქ­ტი­კის დღი­ურის პე­რი­ოდულ შე­მო­წ­მე­ბას, პროფესიული სტუდენტის შეფასებას და სხვ.
  • პრაქტიკის მიზანი: ზღვაზე მიმართულებების განსაზღვრის შესწავლა; მაგნიტური კურსების და პელენგების გამოთვლა, მაგნიტური კომპასის სწორე­ბის მეთოდების შესწავლა; სანავიგაციო კარტოგრაფიული პროექციების ძი­რითადი ტიპების გამოყენება; სანავიგაციო რუკების კლასიფიკაციის, საზღვაო სანავიგაციო რუ­კე­ბი­ს ამინდობის ხარისხის დადგენის ხერხების შესწავლა; გემის მოწყობილობების და ტექნიკური ექსპ­ლუ­ატაციის პრაქტიკული ასპექტების თეორიული ცოდნის დახვეწა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარის ჩამოყა­ლი­ბება; გემის სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების გამოყენების, სიღრმის საზომი ხელსაწყოების გამოყენების, საზღვაო რუკებზე მანძილის გამოთვლის, გემის სიჩ­ქა­რის გამოთვ­ლის, მაგნიტური კომპასის დევიაციის გამოანგარიშების და კომპასების დაყენება მოვლის და გემზე სამ­სახურის ორგანიზებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; ვახტაზე დგომის უნარების ჩამოყალიბება განვითარება; გემის სიცოცხლის უნარიანობისათვის ბრძოლის პრაქტიკული უნა­რე­ბის ჩამოყა­ლიბება და ანვითარება; ბორტს გარეთ აღმოჩენილი ადამიანის შველის, საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი პრობლემების გა­და­წყ­ვე­­ტის გზების და ­სა­ხ­ვის პრაქტიკული უნა­რე­ბის ჩა­მოყალიბება-გან­მტკიცება, გემზე განგაშის დროს შესრულებული სა­მუ­შაოს დახასიათების, საგანგაშო გან­რი­გის შესაბამისად კონკრეტული სიტუაციის და პრობლემის აღ­წე­რის, შეფასების, ანა­ლი­ზის, დასკვნების ფორმულირების და დასაბუთების უნარის ჩამოყალიბება; წარმატებული პროფესიონალური საქმიანობისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების მუდმივი სრულყოფის მოტივაციის ჩამოყალიბება. სასწავლო საცურაო პრაქტიკა (I) ითვალისწინებს საკრუინგო კომპანიების წარმო­მად­გენლების მო­წ­ვე­ვას და პრეზენტაცია-დემონსტ­რირების მოწყობა პროფესიული სტუდენტების კომპე­ტენ­ციების წარმოჩენისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 03.11.25.