შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე“.
გემი ,,ელიტა“:
- ტვირთზიდვა-100ტ.,
- წყალწყვა-200ტ.,
- სიგრძე -24 მ.,
- სიგანე -7მ.,
რომელიც ცურავს საქართველოს დროშით. გემი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით.
სასწავლო-საწვრთნელგემ „ელიტაზე“ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები გადიან პროგრამის სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ პრაქტიკებს.
სასწავლო-საწვრთნელი გემი,,ელიტა" აღჭურვილია ორი კაბინეტით, მერხებით, თვალსაჩინოებითა და ხელსაწყოებით. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობს გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი.
გემზე ხორცილედება ,,გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის" წვრთნები:
- "პირადი გადარჩენის ტექნიკა";
- "პირველადი, საწყისი სამედიცინო დახმარების გაწევა";
- "სამაშველო საშუალებების მართვა";
- "პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა".
გემს ემსახურება შვიდი მეზღვაურისაგან შემდგარი ეკიპაჟი.
პრაქტიკა გემ ,,ელიტაზე“:
- პრაქტიკის ობიექტი: პრაქტიკა ხორციელდება სასწავლო-საწვრთნელი გემი „ელიტას“ ბაზაზე. პრაქტიკის ობიექტის შერჩევისას გათვალისწინებულია: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა და კურსდამთავრებულისთვის მისანიჭებელი კვალიფიკაცია, პრაქტიკაზემიმღებიგემი „ელიტას“ პარამეტრები და პრაქტიკის ობიექტზე პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო. სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტაზე” პრაქტიკის გავლისას უზრუნველყოფილია: პრაქტიკის გავლის უსაფრთხო გარემო, პროფესიული სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ობიექტის შინაგანაწესის და უსაფრთხოების წესების შესახებ.
- პრაქტიკის ხელმძღვანელი: უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას პრაქტიკის მიზნების, დაგეგმილი შედეგების, შეფასების სისტემის და სხვ. შესახებ, კონსულტაციებით და რეკომენდაციებით ეხმარება მას პრაქტიკის გავლის და პრაქტიკის ანგარიშისა და საჯარო დაცვისთვის პრეზენტაციის მომზადების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში, აფასებს პრაქტიკის ანგარიშს და სხვ. პრაქტიკის ხელმძღვანელი ესწრება პრეზენტაციას (ანგარიშის საჯარო დაცვას).
პრაქტიკის მენტორი: პრაქტიკაზე მიმღები გემი „ელიტას” კაპიტანი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია პრაქტიკის სრულფასოვან განხორციელებაზე და პრაქტიკის ობიექტზე პროფესიულ სტუდენტის მუშაობის კოორდინაციაზე, უზრუნველყოფს პრაქტიკის დაწყებისთანავე - პრაქტიკის ადგილის გაცნობა-დათვალიერებას, პრაქტიკაზე მიმღებ საწარმოში/ორგანიზაციაში მოქმედი წესების გაცნობას, მუშაობისგანრიგის, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსისა და მოცულობის შესახებ პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას, პრაქტიკის პროცესში - წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარებას, სამუშაო პროცესში პროფესიული სტუდენტის ჩართულობას, შესასრულებელი სამუშაოს (დავალებების) ახსნას დადაგეგმვას, დასმული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში საჭირო დახმარებას და მათ შესრულებაზე კონტროლს, პრაქტიკის დღიურის პერიოდულ შემოწმებას, პროფესიული სტუდენტის შეფასებას და სხვ. - პრაქტიკის მიზანი: ზღვაზე მიმართულებების განსაზღვრის შესწავლა; მაგნიტური კურსების და პელენგების გამოთვლა, მაგნიტური კომპასის სწორების მეთოდების შესწავლა; სანავიგაციო კარტოგრაფიული პროექციების ძირითადი ტიპების გამოყენება; სანავიგაციო რუკების კლასიფიკაციის, საზღვაო სანავიგაციო რუკების ამინდობის ხარისხის დადგენის ხერხების შესწავლა; გემის მოწყობილობების და ტექნიკური ექსპლუატაციის პრაქტიკული ასპექტების თეორიული ცოდნის დახვეწა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; გემის სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების გამოყენების, სიღრმის საზომი ხელსაწყოების გამოყენების, საზღვაო რუკებზე მანძილის გამოთვლის, გემის სიჩქარის გამოთვლის, მაგნიტური კომპასის დევიაციის გამოანგარიშების და კომპასების დაყენება მოვლის და გემზე სამსახურის ორგანიზებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; ვახტაზე დგომის უნარების ჩამოყალიბება განვითარება; გემის სიცოცხლის უნარიანობისათვის ბრძოლის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება და ანვითარება; ბორტს გარეთ აღმოჩენილი ადამიანის შველის, საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი პრობლემების გადაწყვეტის გზების და სახვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცება, გემზე განგაშის დროს შესრულებული სამუშაოს დახასიათების, საგანგაშო განრიგის შესაბამისად კონკრეტული სიტუაციის და პრობლემის აღწერის, შეფასების, ანალიზის, დასკვნების ფორმულირების და დასაბუთების უნარის ჩამოყალიბება; წარმატებული პროფესიონალური საქმიანობისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების მუდმივი სრულყოფის მოტივაციის ჩამოყალიბება. სასწავლო საცურაო პრაქტიკა (I) ითვალისწინებს საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლების მოწვევას და პრეზენტაცია-დემონსტრირების მოწყობა პროფესიული სტუდენტების კომპეტენციების წარმოჩენისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.













